ამ წუთებში პოლიცია აქციის მონაწილეებს აპატიმრებს

ამ წუთებში პოლიცია აქციის მონაწილეებს აპატიმრებსმთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ციის მონაწილეები დააკავეს, მათ შორის გიგა მაქარაშვილიც. პოლიციელმა ჟურნალისტს უთხრა, რომ დაკავების მიზეზი სამართალდამცავების შეურაცხყოფა გახდა, რადგან მათ ტუალეტის ქაღალდები ესროლეს.

პროტესტი გრძელდება. ისი­ნი სო­ლი­და­რო­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ უკ­რა­ი­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მი­მართ და მო­უ­წო­დე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ რუ­სე­თის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ცა ჩა­ი­კე­ტოს, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და­წეს­დეს სა­ვი­ზო რე­ჟი­მი და გა­უქ­მდეს პრო­რუ­სუ­ლი მე­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში. პოლიციელები აქციის მონაწილეებს ამ წუთებშიც აპატიმრებენ.