85 წლის ბერლუსკონის 32 წლის მარტასთან აქვს რომანი

85 წლის ბერლუსკონის 32 წლის მარტასთან აქვს რომანიიტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 34 წლის მეგობარ გოგონას ფრანჩესკა პასკალეს დაშორდა და 53 წლით უმცროსს მარტა ანტონია ფაშინასთან გააბა რომანი. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

სილვიო ბერლუსკონის ახალი შეყვარებული მისი პარტიის დეპუტატია პარლამენტში. იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაშორების ფაქტს ფრანჩესკა პასკალე უკვე გამოეხმაურა.

„ის ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი იქნება. ვუსურვებ მას ბედნიერებას და იმედია, მას შეხვდება ისეთი ადამიანი, რომელიც მასზე ისე იზრუნებს, როგორც მე ვზრუნავდი“, – განაცხადა მან.

იმედი