უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი ბორისლავ ბერეზა წერს:
,, ჩვენ ახლახან მოვიგეთ ომი, ყოველ შემთხვევაში, ლოკალური მაინც. 3 საათის განმავლობაში ირპენში, ბუჩაში, სტოიანკაში და ვორზელში ოკუპანტებისთვის ჯოჯოხეთი ტრიალებდა,, ცა ცეცხლის ალში იყო გახვეული. ეტყობა ჩვენები სერიოზულად გაბრაზდნენ. ალყაში მოქცეული რუსი ორკების ფეხქვეშ მიწა იწვოდა. მეეჭვება, ოკუპანტებისგან იქ ვინმე ცოცხალი გადარჩენილიყო. ჩვენები ესროდნენ რაკეტებს, გრადებს და კიდევ რაღაც ძალიან ძლიერს, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო ამის ცქერა პირველი რიგებიდან. დაახლოებით 40 წუთია, რაც ოკუპანტები გარბიან, ჩვენი რაკეტები კი მათ გზადაგზა ანადგურებენ.
3 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა 40-50 კილომეტრით უკან დაიხიეს”.

