ვოლოდიმერ ზელენსკი: „ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო, დღეს დილით, პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა. რუსეთმა დაიწყო შეტევა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურებზე და ჩვენს სასაზღვრო დაცვაზე. აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის ბევრ ქალაქში. ამიტომ ქვეყნის მასშტაბით საომარ მდგომარეობას ვაცხადებ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. გჯეროდეთ ჩვენი შეიარაღებული ძალების.
უკრაინულმა სამხედრო ძალებმა 5 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. რუსული სამხედრო ძალა უკრაინაში შევიდა ბელორუსიის დახმარებით. უკრაინაში რამდენიმე ქალაქი ერთდროულად დაიბომბა.
