,,უმძიმესი კადრებია, ასეთს არ ველოდით, სააკაშვილს 6 კაცი ესხმის თავს საწოლში”

,,უმძიმესი კადრებია, ასეთს არ ველოდით, სააკაშვილს 6 კაცი ესხმის თავს საწოლში"მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ,,მთავარ არხის” ეთერში გორის ჰოსპიტალში სამხრე კამერებით გადაღებულ კადრებზე ისაუბრა:

-სამხრე კამერით გადაღებულ ვიდეოში დაფიქსირებულია ძალადობის ეპიზოდი და მასში ჩანან მოძალადეები. ვიცოდით მიხეილ სააკაშვილისგან ეს ისტორია და გვქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა მძიმე, თუმცა გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს, ვგულისხმობ ძალადობის ხარისხს და ამორალურობას.

შევიდნენ პალატაში და უთხრეს, რომ ციხეში უნდა გადაეყვანათ. მიხეილ სააკაშვილი ეუბნება, რომ ამ პროცესს უნდა დასწრებოდნენ ადვოკატები, მაგრამ პსაუხობენ, რომ ადვოკატებს მხოლოდ ციხეში ნახავს. პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები იწყებენ ძალადობას და მიხეილ სააკაშვილი ხდება ცუდად. საკმაოდ მძიმე სანახავია ამ კრიზის პერიოდი, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ვიზუალურად ჩანს, რომ არა მხოლოდ წმევის მატების პრობლემაა.

როცა შედარებით სტაბილურდება სიტუაცია, მეორედ შედიან და ეუბნებიან, რომ უნდა მოხსნან საათი, რაზეც უარს იღებენ. ამ დროს დაახლოებით 6 ადამიანი ესხმის თავს პაციენტის საწოლში და ძალით ართმევენ. უნდა აღინიშნოს, რომ საათი არ არის უკანონო ნივთი.