საქართველოს ძალოვანთა ეროვნული ფედერაცია აქვეყნებს ფოტოს, სადაც უკრაინელი ანასტასია გოტფრიდი შვილთან ერთად თავშესაფარშია. ანასტასია მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს სახელით გახდა. 8 თვის წინ შვილი შეეძინა და უკრაინაში იმყოფებოდა.,,ომის სისასტიკე. საქართველოს ნაკრების წევრი, მსოფლიო ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი მცირეწლოვან შვილთან ერთად უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს”, – წერს ფედერაცია.
,,მთავარის” ჟურნალისტი დავით ერაძე ამბობს, რომ ფედერაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ანასტასია საქართველოში გადმოიყვანოს.

