,,უკრაინამ იმაზე გაგვცეს პასუხი, ჩვენი დამაქცევრები რატომ შეიფარა და მერე გადმოფინეთ მათი დროშები”

,,უკრაინამ იმაზე გაგვცეს პასუხი, ჩვენი დამაქცევრები რატომ შეიფარა და მერე გადმოფინეთ მათი დროშები'',,ოცნების” მხარდამჭერი, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, მარინა ფორჩხიძე ქართველების მიერ უკრაინის მიმართ გამოხატულ სოლიდარობას ასე ეხმაურება:
,,ჯერ იმაზე გაგვცეს უკრაინამ პასუხი, საქართველოს დამაქცევრები რატომ შეიფარა, რატომ დანიშნა თანამდებობებზე და მერე გადმოფინეთ უკრაინის დროშები სასახლეზე და პროფილებზე. სოლიდარობა უკრაინელ ხალხს… მრჩეველი რომ გამოუშვეს აქ არეულობის, რევოლუციიის მოსაწყობად, დავუშვათ, რომ ეგ სცენარი მომხდარიყო, რა პასუხს გაგვცემდა უკრაინა, ბატონი ზელენსკი, ააააა. შეშფოთდებოდნენ, ხოდა, ჩვენც შევშფოთდეთ და ვენებს ნუ გადავიხსნით, ომი რომ ბოროტებაააა, ეს სადაო არ არის… ხალხი რა შუაშიაო და რა ვიცი, აქ მოუწოდებენ ხალხს მიტინგების მოწყობას და რაღაც არ მახსოვს, უკრაინაში ვინმეს დაეგმოს სააკაშვილის იქ ყოფნა, თუ აქ ხალხი ხალხია და იქ არა”, – წერს მარინა ფორჩხიძე, რომელსაც კომენტარებში უწერენ:
,,ვერასოდეს ვაპატიებ უკრაინას მაგ საქციელს”, ,,2015 წელს პირდაპირ გვტკიცეს უარი ადეიშვილის გადმოცემაზე! ქარდავა სადისტი შეიფარეს! დამნაშავეებს თანამდებობები ჩამოურიგეს!”.