კობა დავითაშვილის შვილი, თორნიკე დავითაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ასე ეხმაურება:
,,წესით, რა უნდა ეთქვა ღარიბაშვილს: სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იმდენად არის დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე, რომ სანქციების დაწესება რუსეთისთვის დამღუპველი იქნება თავად საქართველოს ეკონომიკისათვის. ჩვენ ვცდილობთ, სხვა გზებით გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომლებიც არც ჩვენ დაგვაზიანებს და მართლაც შედეგიანი იქნება უკრაინისთვის. სულ მცირე ამ ტექსტის თქმას რა უნდოდა”.

