პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური კოვიდით არის ინფიცირებული. მისი მეგობრის, ემზარ კვიციანის თქმით, მისი მდგომარეობა კლინიკაში დამძიმდა და ფილტვების დაზიანება 4 პროცენტიდან 85 პროცენტამდე გაიზარდა.
,,ფილტვების დაზიანების 4%-ით შევიდა. 2-3 დღეში უკეთ იყო. ველაპარაკებოდი. გუშინწინ დილის 9 საათზე რომ დავურეკე, ცუდად იყო და მითხრა, ძლივს გავათენე ღამეო. ექიმები სად იყვნენ-მეთქი და გადააგდო გვერდზე თავი, ძალიან უიმედოდ. გუშინ კატე გადაუღეს, უკვე 18-ზე გაიზარდა დაზიანება ფილტვების, დღეს უკვე 85%. ხალხნო, ესაა მკურნალობააა!” – დაწერა ემზარ კვიციანმა.
თამაზ მეჭიაურის შვილი, ზაზა მეჭიაური წერს: ,,მამა! არ დანებდე! იბრძოლე!”.

