საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა, ჟურნალისტმა სოფო შევარდნაძემ გადაცემაში ,,ნოესთან” ბაბუასა და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა:
-ბაბუაჩემის გადადგომა ალბათ იყო მისი ძალიან დიდი პოლიტიკური მოღვაწეობის პიკი და არა პირიქით. ჩემთვის ეს იყო უმაღლესი წერტილი მისი მოღვაწეობის. ადამიანს როდესაც შეუძლია, რომ ასე წავიდეს და უსისხლოდ გადასცეს ხელისუფლება, მას უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი. სულ უფრო მეტად მენატრება, ბოლო პერიოდში, როდესაც დიდი დღე არ ჰქონდა დარჩენილი, ყველაფრის თქმა მოვასწარი… მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრაზი არ მქონია, უბრალოდ, პატივს არ ვცემ. არც ბაბუას არ ჰქონდა ბრაზის განცდა, ძალიან დიდი ადამიანი იყო.

