სოფიო პატარაია კოსმონავტებს საათებს უმზადებს – რას ყვება ქართველი ქალი ევროპის კოსმოსურ სააგენტოდან

სოფიო პატარაია კოსმონავტებს საათებს უმზადებს - რას ყვება ქართველი ქალი ევროპის კოსმოსურ სააგენტოდან,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ჩვენი თანამემამულე, მეცნიერი სოფიო პატარაია, იმ თითებზე ჩამოსათვლელ ქართველთა სიაშია, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში უნიკალურ ექსპერიმენტებზე მუშაობენ. სოფიო ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში წლები მუშაობდა. ახლა კი ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსურ სააგენტოში, სატელიტების მთავარ, წყალბადის ატომური საათების ტექნოლოგიების განვითარებასა და დახვეწაზე მუშაობს. სოფიო ,,სარკეს” თავის საინტერესო ცხოვრებაზე მოუყვა:

– ევროპის კოსმოსურ სააგენტოში წყალბადის ატომურ საათებზე ვმუშაობ. ატომური საათები მთავარია სატელიტებისთვის. ეს სატელიტები გამოიყენება ნავიგაციისთვის დედამიწაზე. სანავიგაციო სისტემებისთვის აუცილებელია ზუსტი დრო და ამისთვის გამოიყენება ატომური საათები, რომლებიც ყველაზე ზუსტია.

ვმუშაობ ამ საათების ტექნოლოგიების განვითარებაზე, დახვეწაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რადგან სიგნალის გადაცემა სინათლის სიჩქარით ხდება, დრო თუ ზუსტად არ ვიცით ასეთ დიდ მანძილებზე, შეცდომაც დიდია. აუცილებელია იმისთვის, რომ მარსზე მოვხვდეთ ადამიანები. ჯერ მთვარეზე უნდა დავბრუნდეთ, მერე მარსზე და ამისათვისაა საჭირო დროის ზუსტი ცოდნა.

მანამდე, 13 წელი, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, CERN-ში ვმუშაობდი. ბოლო 3 წელია, რაც კოსმოსურ სააგენტოში ვარ. დოქტორანტურა დავიცავი მიუნხენში, მაქს-პლანკის ინსტიტუტში, ისე გადავედი CERN-ში და იქ ატლასის ექსპერიმენტზე ვმუშაობდი…ვეძებდი ახალ ფიზიკას – სუპერსიმეტრიას, შავ მატერიას, ეგზოტიკურ ნაწილაკებს…

მერე ამაჩქარებლის ტექნიკური განახლება უნდა მომხდარიყო და მაშინ გადავწყვიტე ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოში წამოსვლა, რადგან სულ მინდოდა კოსმონავტობა.

– კოსმონავტი გახდით?

– არა, მაგრამ კოსმონავტებს ვეხმარები,დრო ზუსტად იცოდნენ, სადაც მიდიან, ზუსტად მივიდნენ იმ ადგილას. მთელ მსოფლიოში ახალი ბუმი დაიწყო კოსმოსური მარათონის. ყველა ქვეყანას უნდა, რაც შეიძლება სწრაფად მოხვდნენ სხვა პლანეტებზე და პირველი დანიშნულების ადგილი მარსია.

– თქვენს ქმარსაც უნდა კოსმონავტობა?

– ამბობს, რომ ჯობია, დედამიწაზე დავრჩეთ. ინჟინერია და სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს, თუმცა იგივე თემატიკაა და ერთად ვარჩევთ დეტალებს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”