შოთიკო ჯარისკაცობაზე ოცნებობს, მანამდე კი ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება

შოთიკო ჯარისკაცობაზე ოცნებობს, მანამდე კი ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებაეს უსაყვარლესი ბიჭი შოთიკოა, რომელიც საქართველოს ჯარისკაცობაზე ოცნებობს. დღეს კი ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალ ჯარისკაცს. ანნა სააკაძე შოთიკოზე წერს:
,,შოთიკოს ადრე ექიმობა უნდოდა და ახლა ჯარისკაცობაც უნდა! ქიმიოთერაპიის ახალი კურსის დაწყებისას დამატებით ხარჯებისთვის, რაც არ შედის დაფინანსებაში თანხას ვუგროვებთ ( 300-400 ლარის ოდენობით).
ამ თანხით შოთიკო ლაბორატორიულ კვლევებსაც იტარებს სახლში გამოძახებით და დამატებით თანხაც რჩება, რომ ქიმიოთერაპიის გვერდით ეფექტებს გაუმკლავდეს. ახლა ზუსტად ეს დრო დადგა. ახლა შოთიკო მკურნალობის მორიგ რთულ კურსს გაივლის. შემდეგ გაიკეთებს გეგმიურ კონტროლს, რის შემდეგაც გავიგებთ, რა შედეგი მივიღეთ და შემდეგი გეგმა რა იქნება.
ცხადია, ამასაც დავწერ როგორც კი პასუხს გავიგებთ, დიაგნოზია ნეირობლატომა (რეციდივი). მამაც ბიჭს ჩვენი იმედი აქვს. 400 ლარი არ არის დიდი თანხა,ყველა ეტაპზე მოვახერხეთ შეგროვება და ახლაც შევძლებთ. აბა, დავფაცურდეთ. ერთად შოთიკოსთვის”.
თიბისი ბანკი
საქართველოს ბანკი #GE34BG0000000161646236
მიმღები ეთერი ნონიკაშვილი (დედა)