შალვა პაპუაშვილს ბიჭი ეყოლა – ვინ არის პოლიტიკოსის 11 წლით უმცროსი ცოლი

შალვა პაპუაშვილს ბიჭი ეყოლა - ვინ არის პოლიტიკოსის 11 წლით უმცროსი ცოლიპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს 45 წლის ასაკში მეორე შვილი შეეძინა. ბიჭუნას ალექსანდრე დაარქვეს.

-შალვა არის ძალიან მშვიდი და თავდაჯერებული. ჩართულია ელენეს სწავლის ამბებში, გვიან რომც მოვიდეს, მთელ დღეს უყვებიან ერთმანეთს. ელენემ რა ქნა სკოლაში, შალვაც უყვება და უყვართ ერთად დროის გატარება. ხშირად საუბრობენ ხოლმე, – მოყვა ,,იმედის კვირაში” გვანცა სუთიძე, რომელიც ქმარზე 11 წლით უმცროსია. მათი უფროსი გოგონა 9 წლის არის.

გვანცას მეუღლესთან ერთად ბიზნესი აქვს. ცოლ-ქმარი თანაბრად იყოფს  „გზირიანის მარანის“ წილებს. გვანცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წამყვანი სპეციალისტიცაა.

შალვა პაპუაშვილის ცოლის საკუთრებაშია 30.000 ლარად შეძენილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში, სააკაძის ქუჩაზე და იმავე მისამართზეა სუთიძის 100%-იან მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი. მის საკუთრებაშია ამბროლაურის სოფელ კაჩაეთში მდებარე 750 კვ.მ ფართის ორსართულიანი სახლიც, რომელიც მას 2020 წელს აჩუქეს.

შალვა პაპუაშვილი ფლობს 2004 წელს შეძენილ 10.000 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-ს, რომელიც მდებარეობს სიღნაღის სოფელ ვაქირში.

ის ფლობს 2018 წელს 2.500 ლარად შეძენილ მიწის ნაკვეთს სოფელ ტიბაანში. პოლიტიკოსის მფლობელობაშია 2018 წელს 2000 ლარად შესყიდული მეორე მიწის ნაკვეთი, 1720 კვ.მ. პოლიტიკოსს სიღნაღის სოფელ ვაქირში 2020 წელს 1 ლარად შეძენილი აქვს 100.001 კვ.მ ფართის ნაკვეთი, რომელიც 2011 წლიდან იყო ფაქტობრივ თანასაკუთრებაში.

2020 წელს პაპუაშვილმა სოფელ ვაქირში მდებარე მიწის ნაკვეთის კუთვნილი წილი გამიჯნა და 1 ლარად შეიძინა, რომლის 50 %-იანი წილის მფლობელია ზურაბ პაპუაშვილი.

აქვე, პაპუაშვილს 2004 წელს მემკვიდრეობით ერგო სოფელ ვაქირში მდებარე 9.999 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი. შალვა პაპუაშვილის საკუთრებაშია 2015 წელს .2500 დოლარად შეძენილი ავტოფარეხი და 114,6 კვ.მ ფართის 68.640 დოლარად შეძენილი ბინა, რომელიც მდებარეობს თბილისში, კრწანისის ქუჩაზე. მის 50%-იან მფლობელობაშია ,,ბერმუხაც“.