სამხედრო ექსპერტი: ,,უკრაინამ პოზიციების მნიშვნელოვანი ნაწილი შეინარჩუნა”

სამხედრო ექსპერტი: ,,უკრაინამ პოზიციების მნიშვნელოვანი ნაწილი შეინარჩუნა"ექსპერტი სამხედრო საკითხებში, გიორგი თავდგირიძე უკრაინაში შექმნილ ამჟამინდელ სიტუაციას ასე აფასებს:

,,მეორე დღე, მსხვერპლი მცირეა, პოზიციების მნიშვნელოვანი ნაწილი შენარჩუნებულია, რუსეთმა დაიკავა გარკვეული პოზიციები კიევზე შესატევად, მაგრამ ისეთი არაფერი, უკრაინამ გადაჯგუფება რომ ვერ მოახერხოს.

ცუდია, რომ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს ომის მორალური ბარიერი ჯერ გადალახული არა აქვთ და იმედი აქვთ, მოლაპარაკება ან რაიმე გარე მოვლენა ომს დაუყოვნებლივ დაასრულებს. აგრეთვე შეიმჩნევა, რომ მსხვერპლი ჯერ რიცხვებით სტატისტიკურად არ იზომება, რაც ომის ბუნებას ეწინააღმდეგება. ეს ორი ფაქტორი მოწყვლადს ხდის ფსიქოლოგიურად უკრაინულ მხარეს, შეიძლება ბრძოლებში მარცხის გარეშე გატყდნენ”.