საქართველოდან ამხნევებენ ჟურნალისტსა და პუბლიცისტს, რაულ ჩილაჩავას, რომელიც ოჯახთან ერთად უკრაინაში, მძიმე სიტუაციაშია.მძიმე იყო მისი გუშინდელი ფეისბუქსტატუსიც: ,,შვილებთან, შვილიშვილთან და ჩაპასთან ერთად ვტოვებ კიევს. Прощай, любимый город!”.
ბატონი რაულის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები ყველანაირი გზით ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას.
,,ქალაქ სუმში მტრის აგენტურა ავრცელებს ვითომ დაკარგულ საბავშვო სათამაშოებს, მობილურ ტელეფონებს, რომლებიც სინამდვილეში ნაღმებია”, – დაწერა დღეს რაულ ჩილაჩავამ.
ძალიან ემოციური იყო ცოტა ხნის წინ მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და სტატუსი:,,ევა თავშესაფარში. დღეს მეოთხედ. რისთვის, უფალო!”.

