რაულ ჩილაჩავა: ,,კიევი დგას გმირულად, ხელისუფლება ადგილზეა!”

რაულ ჩილაჩავა: ,,კიევი დგას გმირულად, ხელისუფლება ადგილზეა!"ჟურნალისტი და პუბლიცისტი, რაულ ჩილაჩავა უკრაინიდან წერს:

,,კიევის მისადგომებთან დივერსანტებმა ააფეთქეს ნავთობის ბაზა. ასევე დაარტყეს გაერთიანება ,,როდონის” რადიოაქტიურ ნარჩენთა საცავს. არსებობს ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე. ღამემ მეტნაკლებად მშვიდად ჩაიარა. ძირითადი ბრძოლები მიდის კიევის თანამგზავრ ქალაქ ვასილკოვში, კიევისპირა საკურორტო ზონებში ბუჩასა და ვორზელში. კიევი დგას გმირულად. ხელისუფლება ადგილზეა. მაღაზიებში ჯერ პროდუქტების ნაკლებობა არაა”.