დღეს, 11 თებერვალს ღამით, ძილის წინ დასაოჯახებელი ადამიანები მარილის კვერებს მიირთმევენ. ლეგენდის მიხედვით, კვერის შეჭმის შემდეგ ადამიანს საბედო დაესიზმრება, რომელიც სიზმარში წყალს დაალევინებს.
ეს რიტუალი უკავშირდება სურბსარქისობას, რომელიც მართლმადიდებლური დღესასწაული არ არის. ეს დღესასწაული სომხეთში ყოველწლიურად იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველ ნახევარში აღინიშნება, თარიღი მცოცავია,
სურბ სარქისი ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად მიიჩნევა. ხალხში გავრცელებული აზრით, სურბ სარქისის დღეები ქარიან ამინდებსაც ემთხვევა და ერთგავარად ასეც შეიძლება აიხსნას მის მიმართ ინტერესი. წმინდა სარქისის დღე სომხეთში ოფიციალურად 2007 წლიდან აღინიშნება. ეკლესიებშიც ამ დღეს უამრავი ადამიანი იყრის თავს. ახალგაზრდებს სჯერათ, რომ წმინდა სარქისი ყოველთვის დაიცავს მათ სიყვარულს.
მარილიანი კვერის მომზადება:
ს/კ ფქვილი
1/ჩ/კ მარილი
1 ს/კ წყალი
მოზილეთ ცომი და ტაფაზე ცხიმის გარეშე გამოაცხვეთ კვერი. მიირთვით დაძინებამდე 1 საათით ადრე. არ მიაყოლოთ წყალი. საწოლთან ჭიქა წყალი დაიდგით და დაიძინეთ.

