ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი: ,,სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ფართომასშტაბიანი ომია დაწყებული”

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი: ,,სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ფართომასშტაბიანი ომია დაწყებული"უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ,,პირველთან” ამბობს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბში პა­ნი­კა არ არის.

-სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომია და­წყე­ბუ­ლი. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამას ძა­ლი­ან და­ლა­გე­ბუ­ლად ხვდე­ბი­ან, პა­ნი­კა არ არ­სე­ბობს. მე რო­გორც ვიცი, ამ­ბო­ბენ, რომ ერთ-ერთი ბომბდამ­შე­ნიც ჩა­მო­აგ­დეს.

არის სა­ა­ვი­ა­ციო და სა­არ­ტი­ლე­რიო თავ­დას­ხმე­ბი. რო­გორც ვა­ტყობ, ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო გამ­წვავ­დე­ბა. ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი.

ვი­ცო­დით, რომ ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­მნე­ბო­და, ძა­ლი­ან მო­ტი­ვა­ცი­უ­რია ჩვენ­თვი­საც, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამას პა­ნი­კის გა­რე­შე და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ხვდე­ბი­ან. ჩვენ­თან, 2008 წელს უფრო ქა­ო­ტუ­რად იყო ყვე­ლა­ფე­რი. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა პრი­დუქ­ტე­ბის ნაც­ვლად ია­რა­ღე­ბი შე­ი­ძი­ნეს.

პირველი