,,ვაიმე, გული მერევა” – ამბობს ვიდეოში ხელოსანი, დათო კონჯარია, რომელმაც გუშინ ფოთში, საკანალიზაციო მილის წმენდისას ჩვილის ცხედარი იპოვა. რატომ იღებდნენ ვიდეოთი სამუშაოებს, ამის შესახებ არაფერია ცნობილი. ხელოსანი პოლიციამ დაკითხა.
-მე იმ ოჯახმა გამომიძახა, რომელიც სავარაუდო დამნაშავეა. მერე პოლიციაც თვითონ გამოიძახეს. რომ მივედი და დავათვალიერე, მივხვდი, შიგნით იყო რაღაც პრობლემა, კონკრეტულად სარდაფში. დავშალე მილი და ვიპოვე ჩვილის ცხედარი. ცხედარს არ შევხებივარ.
ჩვილი რომ ვნახეთ, ქალმა დაიკივლა, ვინ ჩააგდო, არ ვიციო და დააბრალა სხვას. ჩემი ვარაუდით, საკანალიზაციო მილშია ჩვილის ცხედარი ჩაგდებული. ქალს ვუთხარი, რომ მისი ქმრისთვის დაერეკა, არ იყო სახლში, მოვიდა და დარეკა პოლიციაში. მეც უკვე ვიყავი პოლიციაში გამოკითხვაზე და მოვუყევი რა, როგორ იყო, – განაცხადა ხელოსანმა.

