,,პირველის” ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატის, რიმა ბერაძის დისშვილი მარიამ ლომთათიძე თბილისის საკრებულოს პრესცენტრშია დასაქმებული. როგორც ,,პირველს” წყარო უყვება, ის სამსახურში თითქმის არასოდეს დადის და ხელფასს წლების განმავლობაში ქალბატონი რიმას ,,ქართული ოცნების” მიმართ დამსახურების გამო აძლევენ.
აღსანიშნავია, რომ, ,,პირველის” ინფორმაციით, მარიამ ლომთათიძე იმ პერიოდიდან მუშაობს, როცა რიმა ბერაძე საკრებულოს დეპუტატობის დროს აცხადებდა, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისი იყო, რადგან მასში აუცილებელი კალორიები შედიოდა.

