ოპოზიციამ ლეიბორისტები პარლამენტში არ შეუშვა – ,,შენიშვნას მოგვცემენ მერეო”

ოპოზიციამ ლეიბორისტები პარლამენტში არ შეუშვა - ,,შენიშვნას მოგვცემენ მერეო"ლეიბორისტული პარტიის წევრი, მამუკა ჯუღელი წერს, რომ დღეს პარლამენტის ოპოზიციის წევრებმა ლეიბორისტებს საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელი საშვები არ გამოუწერეს.

,,ლეიბორისტული პარტიისთვის მანდატის წართმევის საკითხის პარალელურად, ახალგაზრდებმა მოვიფიქრეთ, რომ სტიკერები გადაგვეკრა  ქოცი დეპუტატების კაბინეტებზე მათ სახელ-გვარებზე, მაგრამ ოპოზიციამ საშვები არ (მათი ახსნით ვერ) დაუშვეს.

იმდენი კოლეგიალურობა და ბრძოლისუნარიანობაც კი არ აქვთ შერჩენილი, რომ უკანასკნელ მანდატს გვართმევენ, იციან, შალვას კოვიდი აქვს, სხდომას ვერ დაესწრება, სათანადო პასუხს ვერ გასცემს ქოცებს და ჩვენი პარლამენტის შენობაში შეყვანაზეც კი არ შეიწუხეს თავი, რომ თუნდაც გულის მოსაფხანად ჩვენ მაინც გაგვეცა პასუხი…
რავი, ადრეც ქნეს ასე, შენიშვნას მოგვცემენ მერეო და ცოტა დავიბენი, მგონი,  მარტო ქოცების კაბინეტებისთვის არ უნდა დაგვებეჭდა. მშიშრობა და ჩმორობაა ეგ, მეგობრებო, ასეთ ელემენტარულ საკითხზე რომ არ/ვერ გვეხმარებით, რომელ ხელისუფლების ცვლილებაზე გაქვთ ამბიცია?”, – წერს მამუკა ჯუღელი.