,,ნუ ტლიკინებთ! უპასუხისმგებლო ხალხი ნუ გამომეხმაურებით!” – 350 ლარიან ვაკანსიას კრიტიკა მოჰყვა

,,ნუ ტლიკინებთ! უპასუხისმგებლო ხალხი ნუ გამომეხმაურებით!" - 350 ლარიან ვაკანსიას კრიტიკა მოჰყვაკრიტიკა გამოიწვია გორის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერილმა ვაკანსიის პოსტმა დაბალი ანაზღაურების გამო. წერენ, რომ საქართველოში დამსაქმებლებს ადამიანები მონებად სჭირდებათ.

,,ვაკანსია. 24 საათიან მარკეტს ესაჭიროება მოლარე და კონსულტანტი, ხელფასი მოლარე 400 ლარი 3 დღეში ერთხელ ცვლაში, კონსულტანტი – 350  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 6-მდე. კარგად წაიკითხეთ ხელფასი და პირობები, ტყუილად ნურავინ მომწერთ, თორემ დავიღალე უკვე ამ უპასუხისმგებლო ხალხით, რომლებიც ჯერ მომწერენ, მოვალთო და მერე იკარგებიან… დაბალია თუ მაღალი, ვისაც მოეწონება, ის გამოეხმაურება, თითქოს გორი მაღალი ხელფასით იყოს გამორჩეული და ვაკანსიებით… უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ, თქვენ ალბათ ზღვა ხელფასი გექნებათ, იმდენს ტლიკინებთ”, – წერს პოსტის ავტორი.