ნინო ნადირაძე: ,,რაც ჩემს ოჯახს წყევლა-კრულვა შეხვდა, არც ერთ კაცისმკვლელს არ მიუღია ამდენი”

ნინო ნადირაძე: ,,რაც ჩემს ოჯახს წყევლა-კრულვა შეხვდა, არც ერთ კაცისმკვლელს არ მიუღია ამდენი"ექიმი-კარდიოლოგი ნინო ნადირაძე დიდი ხანია სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობს და დღეს ამის მიზეზი ახსნა.

,,ჩემო კარგებო, ალბათ შეამჩნევდით, რომ უკვე დიდი ხანია ფბ-ზე აღარ ვაქტიურობ, არც დავმალავ მიზეზს, არც ერთ პოლიტიკოსს, დამნაშავეს, კაცისმკვლელს, მოძალადეს არ მიუღია ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ის რაოდენობა, რომელიც მე და, ჩემგან გამომდინარე, ჩემს ოჯახს შეხვდა. მადლობა გია ჯაჯანიძეს ასეთი სითბოსთვის და ყველას, ვინც მის პოსტს ასე გამოეხმაურა. არასოდეს მიკეთებია რამე მადლობისთვის და, საერთოდ, ვთვლი, რომ სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო და იქვე დაივიწყო. არასოდეს გამომდიოდა პოპულიზმი და ჩემი თავის სათანადოდ შეფუთვა, აწი, მით უმეტეს, ვეღარ ვისწავლი, მოხუცი ვარ უკვე”, – წერს ნინო ნადირაძე.