ნინო ჩხეიძე: ,,გოგო ჩემხელა მგონია და ამ დროს მეუბნება, თქვენს სიმღერებზე გავიზარდეო”

ნინო ჩხეიძე: ,,გოგო ჩემხელა მგონია და ამ დროს მეუბნება, თქვენს სიმღერებზე გავიზარდეო",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

,,პანდემიისას ჩემი თავი უფრო კარგად გავიცანი, გადავაფასე ბევრი რამ, ღირებულებები შემეცვალა, ბევრი აღმოჩენა გავაკეთე. სულ იმას ვამბობ, რომ რაღაც დოზით საჭირო იყო ჩვენს ცხოვრებაში, თითქოს აუცილებელი იყო, ფიქრის დრო მოგვცემოდა”, – ამბობს მომღერალი ნინო ჩხეიძე ,,სარკესთან”. მიუხედავად შექმნილი ვითრებისა, ი შემოქმედებითად მაინც ძალიან გააქტიურდა, წერს ახალ სიმღერებსა და კლიპებს.

– ნინო, 40 წლის გახდით. მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა ამ ასაკში?

– ძალიან კარგი ასაკია 40 წელი.განცდა მაქვს, თითქოს ახლა გავიაზრე ყველაფერი.40 წლამდე ყველაფერს მარტივად და ზედაპირულად ვუყურებდი, ამ ასაკში კი უფრო მადლიერი, ფრთხილი და დაკვირვებული გავხდი. რომ ამბობენ, 40 წლის შემდეგ იწყება ცხოვრებაო, რეალური ყოფილა.

ადრე მეგონა, 40 წლის ქალი უკვე ასაკოვანი იყო. შინაგანად საერთოდ ვერ ვხვდები, რომ არ ვარ 20 წლის. იცით, რა დროს ვხვდები, რომ აღარ ვარ 20 წლის? მოდის გოგო, მგონია, ჩემხელაა და მეუბნება, თქვენს სიმღერებზე გავიზარდეო.

ანუ ასაკის გამო დისკომფორტი არ გაქვთ?

სიამოვნებით ვიქნებოდი 5 წლით ნაკლები,მეტის ნერვები არ მაქვს. დღეს ასაკი საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, როდესაც ამდენი საშუალება არსებობს, უკეთ რომ გამოიყურებოდე. მე ჯერ პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია.

– ჩაცმულობასა და სტილში შეიტანეთ რაიმე ცვლილებები?

– თავიდანვე მქონდა კლასიკური, გამოპრანჭული, ქალური იმიჯი. სკოლა რომ დავამთავრე და კლასელები დადიოდნენ ჯინსებით, მე დავდიოდი პიჯაკებით. ეტყობა, 32-დან და 37 წლამდე ცოტა კრიზისი მქონდა სტილში, რადგან მომინდა თინეიჯერულად ჩაცმა, ძალიან ავყევი მოდას და საკუთარ თავზე ყველა სტილი მოვსინჯე. მივხვდი,40 წლის ადამიანმა ის უნდა ჩაიცვას, რაც უხდება და სულაც არ არის აუცილებელი, მოდის პულსაციაზე ხელი გედოს და ჩაიცვა ისეთი პიჯაკი, როგორიც საერთოდ არ გიხდება. დავიბრუნე ქალური სტილი.

როგორია თქვენი ქმრის და თქვენი ურთიერთობა დღეს?

– გიორგისთან ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე და ახლაც, როდესაც ერთმანეთისგან შორს ვართ (ნინოს ქმარი უკრაინაში ცხოვრობს და იქ ეწევა ბიზნესს. რედ), ყოველწუთიერი ურთიერთობა გვაქვს. ამისთვის გავაკეთეთ ვირტუალური ჯგუფი სოციალურ ქსელში, სადაც მე, გიორგი და ჩვენი შვილი მარიკო ვართ. 18 წლის ცოლ-ქმარი ვართ და ასე მგონია, ერთად დავიბადეთ და გავიზარდეთ. ყველას ვუსურვებ ისეთ ადამიანს გვერდით, რომელსაც ყველაფერს გაუზიარებ და მისგან ყოველთვის საჭირო რჩევას მიიღებ. გიორგიმ დიდი როლი ითამაშა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ჩვენს ვირტუალურ ოჯახურ ჯგუფში სულ ჟრიამული და ემოციებია.