ნათია თურნავა მინისტრი აღარ არის – ის ჟურნალისტებს უმტკიცებდა, რომ არსად წასვლას აპირებდა

ნათია თურნავა მინისტრი აღარ არის - ის ჟურნალისტებს უმტკიცებდა, რომ არსად წასვლას აპირებდანათია თურნავა, რომელიც აცხადებდა, რომ ეკონომიკის მინისტრი კიდევ დიდხანს იქნებოდა და ჟურნალისტებს ბოდიშის მოხდას სთხოვდა მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, მინისტრი აღარ არის. პრემიერმა ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ამ პოსტზე ლევან დავითაშვილი წარადგინა.

-რამდენიმე პარტიული ტელევიზია უტიფრად ავრცელებს ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. მე სადღაც მესმის კიდეც, თქვენი ჩანაფიქრი რა არის ამ შემთხვევაში. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის არ არის სასიამოვნო იმაზე საუბარი, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გინდათ, რომ აქცენტი გადაიტანოთ პიროვნებაზე. ეს გასაგებია, რომ აქეთ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს. გათენდება ახალი წელი და მე კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში. მზად ხართ თუ არა, რომ ამის შემდეგ საჯაროდ ბოდიში მომიხადოთ თქვენი კოლეგების თანდასწრებით, იფიქრეთ ამაზე, – აცხადებდა ნათია თურნავა.