მზეო გოგოჭური: ,,ვახუშტის შემდეგ ოჯახის შექმნის მცდელობა მქონდა”

მზეო გოგოჭური: ,,ვახუშტის შემდეგ ოჯახის შექმნის მცდელობა მქონდა",,სარკე”, ია ქუთათელაძე

მზეო გოგოჭური სხვადასხვა დროს სხვადასხვა საქმეს შეეჭიდა, ლექსებსაც წერდა, ლიტერატურაც შეისწავლა, ჟურნალისტიც იყო ,,პირველ არხზე”. ყველაზე დიდი დრო და ენერგია კი მხატვრობას მიუძღვნა. თუმცა მისი ცხოვრების მთავარი ,,პროფესია” სულ სხვა იყო, რომელმაც უდიდესი ბედნიერება, სიხარული მოუტანა და მუდმივი სევდაც დაუტოვა. ეს იყო დიდი ქართველი ლიტერატორის, მთარგმნელის, ფოლკლორისტის, პოეტის, ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლეობა. ისინი 15 წელი იყვნენ ერთად. ვახუშტი მთელი სიცოცხლე მზეოს ელოდა, ახლა კი მზეო ელოდება მასთან მისვლას…

– როცა დადგა დრო, რომ ცოლად უნდა გაჰყოლოდით, არ შეგაშინათ ასაკობარივმა სხვაობამ?

– როგორ არა?არ იყო ადვილი გადასაწყვეტი. 29 წელი იყო ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა, მაშინ 29 წლის ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში იყო პირველი ქორწინება,4 წელი ვიცხოვრეთ ერთად. კარგი ადამიანი იყო, მაგრამ სხვადასხვა პოლუსებზე ვიდექით.

ვახუშტი იყო უდიდესი პიროვნება, გასაოცარი მამაკაცური ხიბლით, ვაჟკაცობით, ქალისადმი დამოკიდებულებით. ერთ დღესაც მითხრა,გაბედე, გადმოდი ჩემთანო. უკვე ისე მიყვარდა, აღარ მიყოყმანია.

-მისი ოჯახის დანგრევის მიზეზად გასახელებდნენ.

-არ არის სწორი, ვახუშტი ოჯახიდან კარგა ხნის წამოსული იყო. თბილისის ომის შემდეგ სახლიც დაეწვა და მეგობრის შვილის სახლში იყო თავშეფარებული სრულიად მარტო, უნუგეშო…

უმძიმესი იყო ბოლო ერთი წელი.თითქოს წიგნს ვფურცლავდით, თითოეულ მოგონებას ვეფერებოდით.მეუბნებოდა, მზეო, სიცოცხლე უნდა გააგრძელო და მარტო არ დარჩეო.

-არ გიფიქრიათ, გეპოვათ ცხოვრების თანამგზავრი?

– ვიფიქრე ამაზე, მქონდა კიდეც მცდელობა. იყო პიროვნება, ვისაც ვუყვარდი და ოჯახის შექმნას მთავაზობდა, მაგრამ ვერ შევძელი. არ შეიძლებოდა სხვასთან მეცხოვრა და ვახუშტიზე მეფიქრა. მის საფლავზე უნდა ვიარო, ჩემს მოგონებებს მოვეფერო.

 ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”