,,მზეო ახლა ფინალშია და ის აუცილებლად იგებს ამ ომს!”

,,მზეო ახლა ფინალშია და ის აუცილებლად იგებს ამ ომს!"გიორგი ფარეშიშვილი ყველას სთხოვს თანადგომას პედაგოგ მზევინარ რევაზიშვილის გადასარჩენად.
,,მე გიორგი ვარ, მზეოს ,,საავადმყოფოს მეგობარი”… იგივე დიაგნოზით, იმავე კლინიკაში ვიწექი გასულ წელს… ამჟამად მიდის რეაბილიტაციის რთული და საკმაოდ ძვირადღირებული კურსი. გადანერგვიდან მესამე თვის ბოლოს ჩვენმა ექიმმა მითხრა, რომ წავსულიყავი საქართველოში და ყოველ თვე მევლო სტამბულში შემოწმებაზე. დამეთანხმებით, ეს არც მარტივია და არც მცირე ფინანსებს საჭიროებს. მზეო ახლა ფინალშია და ის აუცილებლად იგებს ამ ომს!
გთხოვთ, საკუთარი ამბით გეუბნებით, რომ შესაძლებელია, სულ მალე ჩვენი მეგობარი მხნე და ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს, ისევ თქვენი თანადგომით! ამ ფინალურ ეტაპზე განსაკუთრებულად დავუჭიროთ მხარი.
პ.ს. ხომ გახსოვთ ჩვენი პირობა?! ზაფხულში ხაშურში სამადლობელ კონცერტზე მე და მზეომ ერთად უნდა ვიმღეროთ
🪧ანგარიში ნომრები:
💙თიბისი: ნატო კიკაძე
🧡საქართველო:თეიმურაზ კიკაძე
❤️ლიბერთი:თეიმურაზ კიკაძე
🧡პირადი ნომერი Plus ქულებისთვის
👉🏻57001061302
მიმღები : თეიმურაზ კიკაძე