,,მკვლელისგან ხელფასს ვერ ავიღებ!” – რუსეთის თეატრის დირექტორი გადადგა

,,მკვლელისგან ხელფასს ვერ ავიღებ!” - რუსეთის თეატრის დირექტორი გადადგარუსეთის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ელენა კოვალსკაია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ თეატრის დირექტორმა ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დღეს, 24 თებერვალს გამოაქვეყნა.

“მეგობრებო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პროტესტის ნიშნად სახელმწიფო თეატრის [ЦИМ] დირექტორის თანამდებობას ვტოვებ. შეუძლებელია, იმუშაო მკვლელისთვის და მისგან იღებდე ხელფასს”, – წერს კოვალსკაია.

ნეტგაზეთი