მამა პეტრე: ,,გოგრასავით არ გასკდეთ შურისგან! დანდობა აღარ იქნება!”

მამა პეტრე: ,,გოგრასავით არ გასკდეთ შურისგან! დანდობა აღარ იქნება!"მამა პეტრე კოლხი იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც ამ დღეებში მისი კრიტიკით არიან დაკავებულნი:
,,სრულიად ერი შეძრწუნდა, მამა პეტრე სადღაც ისვენებს, არიქა, არ გავახაროთ, ახლა ქოქოლა დავაყაროთო… ღმერთო, ჩემს აქ ყოფნაში ვინმეს გული არ გაუსკდეს. კარგი, სად აქვთ გული, ნუ, თვითონ გოგრასავით არ გასკდეს, მეშინია…
იმდენიც ვერ გაიგეს და ისიც ვერ დააფასეს, როცა კომუნალურებზე ვსაუბეობდი, მარტო ჩემი თავი არ მადარდებდა, ვწუხდებოდი მათზე, ვისაც მართლა ძალიან უჭირს, პურს ვერ ყიდულობს და მომატებული გაზი და შუქი როგორ უნდა გადაიხადოს-მეთქი.
როგორც ჩანს, არავინ არაფრის ღირსი არ ყოფილა… თურმე მხოლოდ თავს უნდა მიხედო და იყვნენ მონობაში, იხადონ გაზრდილი გადასახადები, უკრან ტაში ბელადებს… უკვე ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე…
კიდევ კარგი, თავი გამოავლინეთ, თორემ ისეთი გამოუსწორებელი მიმტევებელი ვარ, ყველას ყველაფერს გპატიობთ, მაგრამ ჩემი სივრციდან ძაააალიან შორს გიშვებთ… ახლა კი მადლობა ჩემს მეგობრებს, ვინც დამაფინანსა და აქ მთელი გულით მომემსახურა… მთელი სპარსეთის ყურე მომატარეს… ემირის ექიმის ოჯახის წევრები, საოცარი ადამიანები დამატარებდნენ… ყველაფრის მიუხედავად, დაუვიწყარი დღეები გავატარე და კიდევ გრძელდება…
იცოდეთ, ზუსტად ისეთი იქნება სამყარო თქვენ მიმართ, როგორიც თქვენ ხართ სხვის მიმართ…ჩემზე საუბარი ხშირად მოგიწევთ, ჩემი მთავარი ჰობი მოგზაურობაა, მარტის ბოლოს ევროპაში მივდივარ. ახლა დაგინდეთ და ყველა ფოტო არ დავდე, მერე დანდობა აღარ იქნება… უფალმა გიშველოთ და საკუთარი შურისგან, ბოღმისგან და სიძულვილისგან დაგიცვათ”.