მამა ნექტარიუსი: ,,გუშინ ქალაქი გადაარჩინა ოთხმა 80 წლის ბებომ, 20 დესანტი შეიპყრეს!”

მამა ნექტარიუსი: ,,გუშინ ქალაქი გადაარჩინა ოთხმა 80 წლის ბებომ, 20 დესანტი შეიპყრეს!"მამა ნექტარიუს მჭედლიძე უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზეა. მამათა მონასტერს, სადაც ის მოღვაწეობს, უამრავი ადამიანი აფარებს თავს. დილის 5 საათიდან წირვა-ლოცვები ტარდება. მამა ნექტარიუსმა ,,ფორმულას” ეთერში ძალიან ემოციურად ისაუბრა:

-ჯოჯოხეთი მოგვიწყო რუსეთმა, დავიღალეთ ბავშვების შეშინებული სახეებით. მონასტერი ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შტურმი მოგვიწყონ.

დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მათ, ვინც რუსთაველზე იდექით. იმ დღეს ვტიროდი ჩემი პრემიერის განცხადების გამო და გუშინ და გუშინწინ ვტიროდი სიხარულით. უკრაინელმა ხალხმა დაინახა ჩვენი ერის თანადგომა. რუსეთის ბომბს რომ შევეწირე, ღმერთთან ბედნიერი წავიდოდი, რომ ჩემი ერი არ არის ბოროტების იმპერიის მხარეს.

ჩვენი მონასტერი ისეთ ადგილზეა, რომ ყიველდღე ვუყურებ ბავშვებს, როგორ ემშვიდობებიან დედებს, მამებს. გოდებაში ვართ. ე.წ. ერთმორმწუმე რუსეთმა სრული ჯოჯოხეთი მოუწყო უკრაინას… აქ ამბობენ, რომ ბებოების ომია, ისეთ  სასწაულებს აკეთებენ… გუშინ ჩვენი ქალაქი გადაარჩინა ოთხმა 80 წლის ბებომ, 20 დესანტი შეაპყრობინეს უკრაინელებს და ჩააბარეს პოლიცია. 80 წლის ბებოებმა!  ბებოები და ბაბუები საოცრებებს აკეთებენ.

მოსკოვის საპატრიარქო არსებობს, რომლის მღვდლებიც დადიოდნენ და რუსეთის სადაზვერვოს ინფორმაციებს აწვდიდნენ, წითელი ჯვრებით ნიშნავდნენ ადგილებს და რუსის ჯარი ჩვენამდე მოჰყავდათ, რომ ლოკაციის პოვნა გაედვალებინათ. ოთხმა ბებიამ უთვალთვალა დილიდან საღამომდე, მერე დაიჭირეს, კარგად გაძუყნეს და პოლიციელებს ჩააბარეს.

ასეთი მებრძოლი, უშიშარი ერი არ მინახავს. ვკითხულობ, რომ თითქოს უკრაინიდან გარბიან, სინამდვილეში არავინ არ გარბის, ბავშვები და ორსულები მიდიან, ყველა აქ არის. პირი რომ არ გაუპარსავთ, ისეთი ბავშვები მიდიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად.