შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:,,რუსულ პროდუქტს ისედაც არ ვიყენებ, თუ ვიცი, რომ რუსულია. ამიერიდან ვეცდები, რომ არც ერთი პროდუქტი გამოვიყენო, რომელიც ასოცირებულია რუსეთთან, მათ შორის – რუსული საწვავი, რუსული კომპანიების მომსახურებები, ბელორუსული იმპორტი და ა.შ. უბრალოდ ტრაგედია ისაა ამ ქვეყანაში, რომ ვერ გაიგებ, რამე თუ დარჩა, რაც რუსული არაა…
მაპატიეთ იმ ნაცნობებმა, ვინც რუსული პროდუქტის იმპორტს ეწევით. თქვენი პრობლემებიც მესმის, მაგრამ ყველას ჩვენი პატარა საზღვარი გვაქვს და პირადად სადაც შემიძლია, ჩემს პატარა საზღვარს იქ გავავლებ”.

