ლუკა კურტანიძე: ,,სათვალთვალო კამერები ჩაჭრილი იყო, აღარ იწერდა”

ლუკა კურტანიძე: ,,სათვალთვალო კამერები ჩაჭრილი იყო, აღარ იწერდა"ლუკა კურტანიძემ გადაცემა ,,რეაქციაში” თვალთვალის თემაზე ისაუბრა, იმაზე, მან და სოსო ჯაჭვლიანმა ქუთაისის ნაქირავებ ბინაში, საძინებლებში სათვალთვალო კამერები როგორ აღმოაჩინეს.

-ლაგიდეხის ვიყრიდი კენჭს და მუდამ მითვალთვალებდნენ. ისტორიის მასწავლებელთან მივედი და ისიც კი იწერდა. ყველა ადამიანს უთვალთვალებდნენ, ეს იყო ნაციონალების ხელწერა. ამით აშანტაჟებდნენ და ადამიანებს ანგრევდნენ. რაც შეეხება სოსოს თემას, რაც არ უნდა სასწაული იყოს… უკრაინიდან ჩამომიტანეს წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ნაწილები და გულზე მიკიდია. ახლა გულზე დავიდებ ხელს და ვიტყვი, დიახ, ჩვენ როდესაც ვიყავით ქუთაისში საძინებლებში აღმოვაჩინეთ სათვალთვალო კამერები. სოსომ მოიყვანა აიტი სპეციალისტი, რომელმაც მკვებავიც აღმოაჩინა, მაგრამ მან სოსოს უთხრა, რომ ეს უკვე ჩაჭრილი იყო და აღარ იწერდა, – განაცხადა კურტანიძემ გადაცემაში.