ფსიქოლოგი ლელა ჯეჯელავა ზვიად ქორიძის მოსმენების საქმეს ეხმაურება და წერს:
,,ყველას საუბარი მოისმინეთ, ყველას საძინებელში შეიხედეთ, ყველას საცვალი ნახეთ, იცით, ვის რამდენი კბილი აკლია, ფეხზე ვის აქვს 6 თითი, ვის ძუძუზე აქვს ხალი და ვის – კეფაზე. ვის ცოლი ღალატობს და ვის – ქმარი, ვინ კაცთან წევს და ვინ – ქალთან, ვინ ცოლს ცემს და ვინ – მშობლებს. მერე? გული არ გერევათ უკვე? და თქვენ გგონიათ, რომ ცხოვრობთ? იმაზე დიდი ჯოჯოხეთი რა უნდა მოუწყო თავს, სხვის საცვლებში ძვრებოდე, სხვის ჭუჭყში გორავდე. ამას საჭმელისათვის ნაგვის ურნაში ძრომა ჯობია”.

