მუსიკოს გია ბაღაშვილის და მსახიობ თაკო აბაშიძის დარღვეული ქორწინება ალბათ დიდხანს იქნება სალაპარაკო თემა და, სამწუხაროდ, ბევრი უსიამოვნო კომენტარის მოსმენაც მოუწევთ. სოციალური ქსელი უკვე აივსო ათასგვარი პოსტით, სადაც მათ პირად ცხოვრებას განიხილავენ და ოჯახის დანგრევის გამო აკრიტიკებენ.
,,სხვისი ოჯახისას ვერავინ ვერაფერს გაიგებს, მიხედეთ თქვენსას. ხვალ ზეგ თქვენ რას იზამთ, ეგ არავინ არ იცის, ქალებს მივმართავ”, ,,ქართველი ოდრი! თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენია! ბედნიერად იყავით სულ!”, ,,ძალიან კარგი მშობლები ხართ, ძალიან საყვარელი პრინცესების”, ,,ვისი რა საქმეა, ვინ როგორ ცხოვრობს. ამ ჭორიკნებს ვერაფერი გამოასწორებს. ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა და ბედნიერება”, ,,აუცილებლად უნდა იყო ძალიან ბედნიერი ჩემი აზრით, არც ხარ ვალდებული, საზოგადოებას გაუზიარო შენი პირადი ცხოვრება”, – ასე ამხნევებენ ახალგაზრდა, მრავალშვილიან დედას, თუმცა არის ამგვარი კომენტარებიც:
,,ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, უბრალოდ საოცარია, როგორ ვკარგავთ ადამიანები ემოციებს, მოგონებებს, ფაქტებს, წლებს და გადავეწყობით სხვა ცხოვრებაზე. ოთხი შვილი, მათი გაზრდა, აღზრდა, ამდენი წელი და უცებ ვიღაც სხვა. ან მამაკაცი რას ფიქრობს ნეტა, როცა იცის, რამდენჯერ შეხებია სხვა მამაკაც(ებ)ი მის მეუღლეს, მომავალი შვილების დედას. სამწუხაროდ, მგონია, რომ საქართველოში ახალგაზრდა, ლამაზი გოგონები იწყობენ ცხოვრებას ხანშიშესული, შემდგარი, გავლენიანი მამაკაცების ხარჯზე და მერე ან ახალ ტრენდს აჰყვებიან, ან უბრალოდ იწყებენ სასურველ ცხოვრებას. ბედნიერება და წარმატება ყველას, ბოდიში!”.

