მომღერალი თათა გიორგობიანი საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა, რომ ქუჩაში მცხოვრები კონსერვატორიის ყოფილი ლექტორი გადაერჩინათ.,,კონსერვატორიის ყოფილი ლექტორია, მთელი ცხოვრება მაღალ მატერიებს, ხელოვნებას და კულტურას ემსახურა, თაობები გაზარდა და ახლა აღარავის დასჭირდა ბაბუ… 2 თვეა ქუჩაში ცხოვრობს. ის 83 წლისაა, უკვე ღუდუშაურშია. შიმშილისგან არის უკიდურესად დასუსტებული. სჭირდება თანხები გამოსაჯანმრთელებლად. გთხოვთ, რომ ვისაც რითი შეგიძლიათ, მინიმალურად მაინც, დავეხმაროთ”, – დაწერა თათამ სოციალურ ქსელში.
რამდენიმე საათში კი სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა:
,,გარდაიცვალა. ვერ გადავარჩინეთ… საავადმყოფოში მიყვანისას უკვე ეტყობოდაო. ექიმმა თქვა, რომ ძილში წავიდა მშვიდად. შეგროვებული თანხით დავკრძალავთ და დანარჩენს სხვა მოხუცებს მოვახმართ. მადლობა ყველას, ვინც ეცადეთ, გადაგვერჩინა”.

