ხატია დეკანოიძე: ,,ჩემი ოჯახის წევრები არიან კიევში, სიტუაცია ძალიან დაძაბულია”

ხატია დეკანოიძე: ,,ჩემი ოჯახის წევრები არიან კიევში, სიტუაცია ძალიან დაძაბულია"ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ კიევში სიტუაცია ძალიან დაძაბულია. გზებზე საცობებია, რადგან მოსახლეობა ქალაქს ტოვებს.

-ჩემთვის ეს არის ორმაგად მტკივნეული, რადგან ჩემი ოჯახის წევრები არიან უკრაინაში. ჩემი ძმა არის კიევში, ჩემი მეგობრები არიან იქ. სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ქალაქში საცობებია, რადგან მოსახლეობა კიევს ტოვებს.

პრემიერ ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება იყო სამარცხვინო. ხელიუსფლებამ პირველი, რაც უნდა გააკეთოს, არის ის, გამოაცხადოს, რომ უკრაინელებისთვის ხსნის ჰუმანიტარულ დერეფანს. უნდა იცოდნენ, რომ პუტინი საქართველოსაც ხურდაში მიგვაყოლებს.