სოციალურ ქსელში ხარკოვის ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკის პაციენტების ფოტო ვრცელდება. ანნა სააკაძე წერს:,,ეს ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვან ომს იგებენ. მათ დიდების ომში თავიანთი ბრძოლა უნდა მიიყვანონ ბოლომდე! ბრძოლა სიცოცხლისთვის. ქიმიოთერაპიის კურსებს ასე გადიან. სარდაფში გაატარეს უმძიმესი ღამე, რადგან პალატებში მათი ყოფნა არ არის უსაფრთხო. ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხო გარემოს.
სოლიდარობა ყველა ონკოპაციენტს. საქართველოდან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები გულშემატკივრობენ და ამხნევებენ უკრაინელ პატარა პაციენტებს”.

