,,სარკე”, ამონარიდი გერმანიაში მცხოვრები ექიმის, იაგო ფრანგიშვილის ინტერვიუდან:
,,ეს ქალი იცით, რატომ მოხვდა რეანიმაციაში? შეშინებული, დაპანიკებული იყო ძალიან და დაემართა ჰიპერვენტილაციის სინდრომი. ეს არის, როცა გეშინია და სწრაფად სუნთქავ. ამ სინდრომმა იცის ნახშირორჟანგის დაგროვება და გონების ცოტა არევა. მოვიდა სასწრაფო, ასეთ მდგომარეობაში ნახა ქალი და…
იცით, რა უნდა ექნათ? ცელოფნის პარკი უნდა აეღოთ და იქ ესუნთქა. ასე გამოვიდოდა მდგომარეობიდან. მათ კი წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაუკეთეს დამამშვიდებლები. მოვიდა გონზე, რამდენიმე დღე კარგად იყო, მაგრამ შესვლისთანავე გაუკეთეს გადასხმები, სხვადასხვა თერაპიები, რამაც დაამძიმა.ამდენი სითხე ვერ აიტანა. იმდენი სითხე გადაუსხეს, ფილტვში სითხის შეგუბება დაეწყო. გამოვიდა სახლში, მიიღო ,,ლაზიქსი” და გადარჩა.
ექიმი, რომელმაც გამოუშვა ჩვენი ჩარევით, მიდიოდა მასთან სახლში და ჩიოდა, რამე რომ იყოს, აქ რა გავაკეთოო. აქედან ვაწყნარებდი, არაფერი იქნება, ნუ გეშინია-მეთქი…
ყველას, ვინც მიკავშირდება, ვურჩევ, გავიდეს გარეთ და ისეირნოს სუფთა ჰაერზე დღეში მინიმუმი 3 საათი. არც ერთი ასეთი პაციენტი არ დამძიმებულა და არც დამძიმდება, რადგან მათ უტარდებათ ფაქტობრივად ფილტვის აქტიური ვარჯიში. როდესაც საავადმყოფოში ხარ, ავტომატურად მხოლოდ წოლა გიწევს.
საქართველოში ჰგონიათ, რომ მხოლოდ ის გადაჭრის ამ პრობლემას, რაც მედიცინას გააჩნია დღესდღეობით. კოვიდის არგამწვავების უპირველესი გზა ავადმყოფის სუნთქვაზე, სუნთქვის ვარჯიშზე და სითხის მიღებაზე გადის. სითხის გადასხმით მიღებაც არ შეიძლება. საშინელი წესი შემოიღეს და ადამიანს, რომელსაც შეუძლია სითხის მიღება თვითონ, მაინც უკეთებენ გადასხმას”.

