,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და დოქტორი ნატა ასათიანი ,,რუსთავი 2″-ის ტოქ შოუს წამყვანია. ამ რეგალიების მიღმა კი ის ჩვენთვის საყვარელი მომღერლის, ირმა სოხაძის უმცროსი ქალიშვილი, პოლიტიკოს ბექა ნაცვლიშვილის ცოლი და ორი ბიჭის დედაა. ის ამ ეტაპზე ოთხი სამსახურით არის დაკავებული, პარალელურად გამოსცემს წიგნს და ამავდროულად მთლიანადაა ჩართული შვილების ცხოვრებაში.
– ნატა, დედის პოპულარობის მიმართ არ გქონიათ პროტესტი?
– არასოდეს.დედის პოპულარობას ბედნიერების მეტი არაფერი მოუტანია. როცა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა, დედა დიდი დოზით იყო ჩემ გვერდით და ახლაც ასეა.
– ცხოვრებამ რა გაკვეთილები ჩაგიტარათ, რამაც უფრო გაგაძლიერათ?
– 13 წლიდან ვმუშაობ და შედეგად 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება მაქვს. მაქვს ოქროს წესი, ეს არის სხვისი შრომის დაფასება. რაც უფრო აფასებ სხვის შრომას, მით უფრო გიფასდება შენი.
– თქვენს შემთხვევაში არ ამართლებს სტერეოტიპი, რომ ქალს ოჯახური ცხოვრება წარმატებულ კარიერაში ხელს უშლის.
– მე უბრალოდ ძალიან გამიმართლა ერთი კონკრეტული მიმართულებით – ეს არის ჩემი დედამთილი. რისთვისაც მიმიღწევია, რა სიგელი თუ სერტიფიკატი მომიპოვებია, ნახევარი ჩემს დედამთილს ეკუთვნის. რომ არა ასეთი დიდი მხარდაჭერა, ვერ იქნები წარმატებული ერთდროულად კარიერაშიც და ოჯახშიც.
როგორც ამბობენ, ყველა ძლიერი კაცის უკან ძლიერი ქალი დგას. ასეც შეიძლება შევცვალოთ – ყველა ძლიერი ქალის უკან ასეთივე ძლიერი ქალია, რომელიც მას ზურგს უმაგრებს. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ქალები არიან დედამთილი და დედა, რომლებიც ძალიან მეხმარებიან იმაში, რომ ვიყო წარმატებული საქმეში.
– 24 წლის ასაკში შექმენით ოჯახი. ეს ნაადრევი ქორწინება იყო თუ დროული?
–დღევანდელი გადმოსახედიდან 24 წელი მაინც ნაადრევ ქორწინებად ითვლება. ,,სარკის” მკითხველებს მოვუწოდებ, არ გათხოვდნენ, სანამ კარგად არ დადგებიან ფეხზე.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

