პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ვაქცინა არ მუშაობს ომიკრონის შემთხვევაში, მწვანე ბარათმა აზრი დაკარგა და ამიტომ გავაუქმეთ.
-ე.წ. მწვანე კოვიდ პასპორტები გავაუქმეთ ბოლო ტენდენციების და დაკვირვების მიხედვით, იმიტომ, რომ ვაქცინა არ მუშაობს. აგერ ვარ მაგალითი. მე მქონდა დელტა შტამი, ორჯერ ვიყავი ,,ფაიზერით” აცრილი, მაგრამ მაინც შემხვდა, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.
მის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა სპეციალისტების მწვავე კრიტიკა.

