,,მინისტრი, რომელიც ოთხჯერ იყო აცრილი, მაინც დაემართა ომიკრონი”, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილი ტელეინტერვიუში.
-ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც ხუთი მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, როცა მოვედი. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი ფაიზერით… მოუსმინეთ მთელი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რეალურად რა არის ომიკრონი, ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასასრულის დასაწყისი. ის, რომ ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს, ეს ჩემი ნათქვამი კი არ არის, ეს არის პროფესორი ფაუჩის ნათქვამი და სხვა ყველასი.
მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი, სიმართლის მომხრე ვარ მე, მოსახლეობას ტყუილს ვერ ვეტყვი, მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება მოსახლეობას ზედმეტი ახსნები, უყურებს ყველა და ყველა ანალიზს უკეთებს, რაც ხდება მსოფლიოში.
მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, ომიკრონზე უბრალოდ არ მუშაობს, თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს, ბუსტერიანზე და ა.შ.
მე ვთქვი კატეგორიულად, რომ აქ არ იქნება სავალდებულო აცრა, მე ამის მჯერა და ასე უნდა იყოს, რომ ჩვენ ვერ შევუზღუდავთ, არ შევუზღუდავთ მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლებას. მე ბუსტერი არ მაქვს, აზრი არ აქვს.
ერთი მინისტრი, გვარს არ ვიტყვი, ოთხჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა ომიკრონი, თქვენ ამიხსენით, რა ხდება, ვარ თუ არა მართალი? – კითხულობს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერმინისტრს რუსთავი ორის წამყვანმა უთხრა, რომ ამ განცხადებებმა შესაძლოა ვაქცინაციის მსურველ ადამიანს აცრა გადააფიქრებინოს.
-რატომ გადააფიქრებინებს? პირიქით, ვეტყვი, რომ არ ვყოფილიყავი აცრილი ორჯერ, ალბათობა იმის, რომ უფრო რთულად გადავიტანდი, იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ძალიან მსუბუქად გადავიტანე, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, მიუხედავად ასაკისა, ავიცრათ, – უპასუხა ღარიბაშვილმა.
