გუბაზ სანიკიძე: ,,ამ ღამით დასრულდება რუსული იმპერია, ეს ბოლო შემოტევაა”

გუბაზ სანიკიძე: ,,ამ ღამით დასრულდება რუსული იმპერია, ეს ბოლო შემოტევაა"პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ახლა უკრაინაში გადამწყვეტი შეტევაა და ამ ღამით ომი იმპერიის დამარცხებით დამთავრდება. ამის შესახებ მან ,,პირველის” ეთერში ისაუბრა:

-ამ ღამეს რუსული არმია განადგურდება, ამ ღამით რუსული იმპერია დამთავრდება. გაიგეთ, რომ რუსეთის იმპერია მთავრდება. ყველამ ნახა, რომ რუსული არმია იყო ფეიკი, ერთი კვირის რესურსიც კი არ აქვთ და რაზე მელაპარაკებით.

უკრაინაში არის კიევ-პეჩერის ლავრა, სადაც უდიდესი წმინდანებია, მათი საძვალეა იქ. მათი სული ეხმარება კიევს. პეჩერის ლავრის მადლი დაიფარავთ. ეს არის ბოლო შემოტევა, ამ ღამით დამთავრდება იმპერია.