გიული ალასანია: ,,ტყუილია! რომელი მილიონები ვიშოვე?! საიდან ვიშოვე?!”

გიული ალასანია: ,,ტყუილია! რომელი მილიონები ვიშოვე?! საიდან ვიშოვე?!"მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ აჭარის ტელევიზიაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცეში“ პასუხი გასცა ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა ის მილიონერი.

-მორიგი ტყუილი, რომელი მილიონები ვიშოვე? საიდან ვიშოვე?  მილიონერი არ ვარ. ჩემს ქონებასთან ჩემი შვილი არაფერ შუაშია. მეც რაც მაქვს, ყველაფერი მაქვს ჩემი წინაპრებისგან, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან. ერთადერთი, რაც მე შევიძინე, არის ბათუმის ბინა, რომლის თანხასაც წლები ვიხდიდი. დანარჩენი ქონება რაც მაქვს, არის მშობლებისგან, ბაბუისგან და ბებიისგან. რაც შეეხება საქართველოს უნივერსიტეტს, შევიძინეთ ბანკის დახმარებით, – განაცხადა გიული ალასანიამ. მან ასევე ისაუბრა იმ ბრალდებებზე, რომლებსაც მის შვილს უყენებენ:

-მე ვესწრებოდი სასამართლოს და მის წინააღმდეგ არავინ არავითარ ჩვენებას არ იძლევა. არც ერთ დონეზე, არც ერთი განკარგულება ჩემი შვილისგან არ ყოფილა გაცემული. მან აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, გადადგა და წელიწადნახევრით შეიმცირა თავისი საპრეზიდენტო ვადა…

გირგვლიანი აღმოჩნდა სხვა ვითარებაში, ადამიანები, რომლებიც უნებურად აღმოჩნდნენ მის დაღუპვაში, ისინი დაისაჯნენ. 2009 წელს, ომის დასრულების შემდეგ, სამხედროები, რომლებიც იყვნენ ციხეებში, მათთვის გამოცხადდა ამნისტია და გაუნახევრდათ ვადა. მათ შორის იყვნენ ეს ადამიანებიც, რომლებიც ასევე სამხედროები იყვნენ.

შემდეგ უკვე გაკეთდა სია შეწყალებაზე და ამ საკითხებში ჩემი შვილი საერთოდ არ ერეოდა, ინფორმაციაც კი არ ჰქონდა. იქ იყო ძალიან კომპეტენტური კომისია, რომელიც მუშაობდა, მათ ჰქონდათ სრული ნდობა. შეუძლებელია ერთმა ადამიანმა ყველაფერი აკონტროლოს. ჩემი შვილი საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ის მოსამართლე, რომელმაც შეიწყალა, ახლა ასამართლებს ჩემს შვილს „პიჯაკების საქმეზე, – განაცხადა გიული ალასანიამ.