მომღერალი თამთა ჭელიძე იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც უკრაინას ღია მხარდამჭერას უცხადებენ.,,ბოლო პოსტს ვწერ და მორჩა. ვინც თვლის, რომ საქართველო ვერაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად, გავბანძდით და თავი მოვიჭერით… თუ ბრძოლის სურვილი გაქვთ, ჩაიცვით, მოემზადეთ და ჩაფრინდით უკრაინაში! იბრძოლეთ, გაუშვით შვილები, მეუღლეები და მამები! აფხაზეთის ომშიც ასე მიდიოდნენ!
მე ვერ წავალ და ვერც ერთი ჩემი ოჯახის წევრი და როცა ერთი ადგილი არ გაქვს, უნდა ჩაიგდო ენა!”.
თამთას ამ პოსტს ყოფილი ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე გამოეხმაურა და კომენტარებში დაუწერა:
,,არ გინდა, თამთა, ეს მორიგი პირველი სტატუსის გამპრავებელი მორიგი სტატუსი. ერთი რუსეთუმე ვირთხის გამო ნუ გამოგყავს ქართველი ხალხი რაღაც დამცინავ ფორმაში. ქართველი ხალხი ნამდვილად აკეთებს ყველაფერს უკრაინაშიც და აქაც, როგორც შეუძლია, ბანძი, არაკაცი მთავრობისგან განახვავებით! და ვინ სად წავა, ეგ შენი გადასაწყვეტი არ არის!.. ორი დღეა, ქართველი ხალხი გამოგყავს უგუნურ, მშიშარა და ცუდ ერად”.
თამთა ჭელიძემ გიორგი ნაზღაიძეს ასე უპასუხა: ,,გიორგი, მე შენთან დავამთავრე ყველაფერი. უსინდისო ხარ, მეტი არაფერი”.

