გიორგი ახალკაცი: ,,ხვალ გორში, სადაც ბომბები ცვიოდა, ,,ალტ ინფოს” პარტია ოფისს ხსნის”

გიორგი ახალკაცი: ,,ხვალ გორში, სადაც ბომბები ცვიოდა, ,,ალტ ინფოს" პარტია ოფისს ხსნის",,მთავარი არხის” ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი ფეისბუქში წერს:
,,ხვალ გორში ოფისს ხსნის ,,ალტინფოს” მიერ დაფუძნებული პარტია.
არ მოგესმათ, გორში, იქ, სადაც 2008 წელს რუსული ბომბები ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა. იმ მოედანზე იქნება პრორუსული პარტიის ოფისი, სადაც რუსეთმა გამოიყენა საერთაშორისო კონვენციით აკრძალული კასეტური ბომბი!
სად ვცხოვრობთ? ვინ ვართ? რა გვინდა?”.