ჟურნალისტ ელისო კილაძეს ბავშვობის მეგობარი გარდაეცვალა – ქუთაისელი მომღერალი თამაზ მონიავა.,,ჩემი ბავშვობის მეგობარი თაზო. დამირეკავდა შუაღამისას, გოგოო, ახალი სიმღერა დავწერეო. მერე დაიწყებდა ქუთაისის ამბების მოყოლას, ამ მთის, იმ მთის… ორი დღის წინ დედებზე ვილაპარაკეთ – ერთ დროს დავობლდითო…
რატომ, ღმერთო… აი, რატომ… ასე ადრე და ასე მოულოდნელად. კარგი კაცი დააკლდა ქუთაისს”, – წერს ელისო კილაძე.

