კიევსა და ხარკოვში აეროდრომები და სამხედრო შტაბები დაიბომბა. ვრცელდება ცნობები, რომ ასობით უკრაინელი სამხედროა დაღუპული და არიან დაშავებულები. უკრაინაში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
ცოტა ხნის წინ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი ოფიციალურად გამოაცხადა. კიევში ოკუპანტები ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს იყენებენ. კიევს მოსახლოება ტოვებს. ირთვება სირენები. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სირენების ჩართვისას სახლებში დარჩნენ.
ნათია ტრაპაიძე ,,მთავარის” ეთერში ამბობს, რომ წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც.
