კულინარიულ შოუ ,,სამზარეულოს ომებში” ცვლილებებია. შოუს ფეისბუქგვერდზე ჟიურის შემადგენლობაში შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი აღარ არის. ,,სამზარეულოს ომების მე-3 სეზონის გადაღებები განახლებული სამეულით დაიწყო”, – წერია მათ ფეისბუქგვერდზე.
ამ ინფორმაციამ შოუს ქომაგების აღშფოთება გამოიწვია. ,,სად არის მთავარი ჟიური?”, ,,აუ, კაით რააა, დააბრუნეთ გურამი ჩქარა”, ,,შეფ გურამის გარეშე ეს სეზონი აზრს დაკარგავს”, ,,შეუდარებელი სამეული იყო, გურამის გარეშე ვერ ვუყურებ, გამორიცხულია”, – წერენ სოციალურ ქსელში.
ჟიურის ახალი წევრი ირაკლი ასათიანია, რომლის შესახებაც მიშა ავსაჯანიშვილი წერს:
,,ირაკლი ასათიანი – შეფი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ქართული სარესტორნო ბიზნესის განვითარებაში. ახლა ხელმძღვანელობს რედისონების სასტუმროებს და რესტორნებს საქართველოში. welcome, ირაკლი”.

