,,ბებიაჩემი წავიდა საომრად, 75 წლის ქალი, ისტერიკა მოაწყო კომისარიატშიო”

,,ბებიაჩემი წავიდა საომრად, 75 წლის ქალი, ისტერიკა მოაწყო კომისარიატშიო"ჟურნალისტი ია ჯღარკავა სქრინს აქვეყნებს, სადაც მისი ძმა თავის უკრაინელ ნაცნობზე წერს:

,,წარმოიდგინე, დღეს ჩემმა უკრაინელმა ნაცნობმა დამირეკა და მითხრა, ბებიაჩემი წავიდა საომრად, 75 წლის ქალიო. თურმე მისულა კომისარიატში  ჩასაწერად. უთქვამთ, ბებო, შენ არ გამოგვადგებიო და ისტერიკები მოუწყვია და ჩაუწერიათ. მერე უთქვამს, სროლა მასწავლეთო. უსწავლებიათ და წასულა”.

ფოტო არ ასახავს მასალის შინაარს