თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენიფერ ფსაკი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთს სამხედრო კონფლიქტებში ერთგვარი პატერნი აქვს, მოიგონოს არარსებული საფრთხეები, რათა გაამართლოს შემდგომი აგრესია. სწორედ ამ პატერნის ნაწილად ხედავს ფსაკი NATO-ს მაღალჩინოსნების მხრიდან რუსეთის მიმართ ,,აგრესიული რიტორიკის” მომიზეზებით, პუტინის მიერ გაცემულ დავალებას, გადაეყვანათ ბირთვული შემაკავებელი ძალები განსაკუთრებულ რეჟიმზე.
,,სწორედ ამ პრიზმიდან უნდა შეხედოს საერთაშორისო საზოგადოებამ და ამერიკელმა ხალხმა ამ ამბავს”. – ამბობს CNN-თან თეთრი სახლის პრესსპიკერი, – ,,რუსეთს არც ერთ ეტაპზე არ დამუქრებია NATO-სგან საფრთხე”.
ვლადიმირ პუტინმა ბირთვული შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის დავალება თავდაცვის სამინისტროს 27 თებერვალს მისცა.
ტაბულა
